ქართველმა პარამკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატი 7 მედლით დაასრულეს. ბულგარეთში გამართულ ასპარეზობაზე მათ 5 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ფინალში დამარცხდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბესიკ ლეკიაშვილიც. პარამკლავჭიდებელი თბილისში უკვე დაბრუნდნენ და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებენ.