კორუფციაში ეჭვმიტანილ ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთ სერიოზულ ბრალდებას უყენებენ. ჯეკ უორნერს ბრალად ჰაიტისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების მითვისება ედება. 750 ათასი დოლარი მიწისძვრით დაზარალებული ჰაიტის მცხოვრებლების დასახმარებლად ფიფამ და კორეის საფეხბურთო ასოციაციამ გამოყო, თუმცა ამერიკული მხარის ბრალდებით, თანხა ამ დრომდე უორნერის საბანკო ანგარიშზე დევს. ფიფას ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.