დღეს, 26 აპრილს, "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიას წარადგენს.
68 კაციანი სია, რომელშიც 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, დანარჩენი კი პროპორციულ სიას წარმოადგენს, ცესკოში დღეს შევა.
სიას კვლავ თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ხელმძღვანელობს. მეორე ნომერია არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" ყოფილი თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი, მესამე - ხელოვნებათმცოდნე მარიან დიდებულიძე, მეოთხე - მწერალი ლაშა იმედაშვილი, ხოლო სიის მეხუთე ნომერი მერიის დასუფტავების სამსახურის უფროსი ტარიელ ხიზანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცესკოში დღესვე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის - გიგი უგულავას კანდიდატურის წარდგენაც მოხდება.