თბილისში ჩამოსული რუსი რეპერის ტიმატის თქმით, ქართველი გოგონები კარგი გემოვნებით გამოირჩევიან. როგორც ჰიპ–ჰოპ შემსრულებელი „იმედის კვირის“ ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, ქართველი ცოლი საუკეთესო ვარიანტია.
„ძველ თბილისში გამოვისეირნე. აქ განუმეორებელი სტილი და კოლორიტია. ქართველი გოგონები გამორჩეული გემოვნებით იცვამენ. ეს ძალიან მომწონს. ასევე ვფიქრობ, რომ ქართველი ცოლი საუკეთესო ვარიანტია – არც ერთ შემთხვევაში მშიერი არ დარჩები, – აღნიშნა სკანდალურმა რეპერმა და დაამატა: თბილისში ძლიერი ცეცხლი და ატმოსფერო სუფევს. თბილისი დამელოდე, მე სოლო კონცერტით დავბრუნდები!“