სამდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ და არაგვის ადიდებით გამოწვეულმა ღვარცოფებმა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას პრობლემა შეუქმნა. ამის შესახებ ნათქვამია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
"შექმნილმა მდგომარეობამ წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების დარღვევა გამოიწვია. აღნიშნულის გამო, დღეს, დედაქალაქის ზოგიერთ უბანს წყალი შეფერხებებით მიეწოდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რაც გაგრძელდება მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე და წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების აღდგენამდე", -ნათქვამია განცხადებაში.