ავადმყოფობის მიუხედავად, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში გასვლა შეძლო. სერენა უილიამსმა როლან გაროსის ნახევარფინალში შვეიცარიელი ტიმეა ბაშინსკი 4:6, 6:3, 6:0 დაამარცხა. შეხვედრის მსვლელობისას უილიამსი ახველებდა და არცთუ სახარბიელოდ გამოიყურებოდა, თუმცა გრიპის მიუხედავად, მეტოქის დამარცხება შეძლო. ფინალში ის ჩეხ ლუსია საფარჟოვას დაუპირისპირდება.