ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი პირობას დებს, რომ მისთვის ცნობილი კორუფციული გარიგებების შესახებ ჩვენებას მიცემს. როგორც უორნერი ირწმუნება, კორუფციულ სკანდალში ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერიც არის გარეული. თაღლითობის, ფულის უკანონო გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით შვეიცარიის პოლიციამ გასულ კვირას ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრა. ანალოგიური ბრალდება აქვს წაყენებული ფიფს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტსაც, რომელიც ტრინედადსა და ტობაგოში იმყოფება.