მსოფლიოს პირველი ჩოგანი საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაძაბულ ბრძოლაში ესპანელი რაფაელ ნადალი დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და სერბის გამარჯვებით, 7:5, 6:3, 6:1 დასრულდა. ნახევარფინალში ჯოკოვიჩი ენდი მარეისა და დავიდ ფერერის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.