არასამთავრობო ორგანიზაცია “კომიტეტი წამების წინააღმდეგ” ოფისზე თავდასხმა თავად ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ იყო ორგანიზებული. ასე აფასებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი გროზნოში განვითარებულ მოვლენებს. რამზან კადიროვის თქმით, არასამთავრობოები მსგავსი პროვოკაციების მოწყობით გრანტების მოპოვებას ცდილობენ. “კომიტეტი წამების წინააღმდეგ”ოფისზე თავდასხმა 2 დღის წინ განხორციელდა. თავდამსხმელებმა ოფისი დაარბიეს და ორგანიზაციის კუთვნილი მანქანები დააზიანეს.