დონეცკელი სეპარატისტები კიევს მშვიდობიანი მცხოვრებლების მკვლელობაში ადანაშაულებენ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერთა მტკიცებით, სახელისუფლო ძალებმა ცეცხლი ე.წ. ურთიერთშეხების მთელ ხაზზე გახსნეს, რასაც 15 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა, 60-მდე კი დაიჭრა. კიევს სეპარატისტთა ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.