ამერიკის დღეები საქართველოში - საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებების ერთობლიობა, აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, დღეს ზუგდიდში გაიხსნა.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად დაესწრო.
მთავრობის მეთაური აშშ-ის დიპლომატიური მისიის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო გამოფენაზე იმყოფებოდა, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ინფორმაცია აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, საგრანტო და დახმარების პროგრამების შესახებ, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობისა და იმ სხვა პროექტების შესახებ, რომელთაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს.
ამერიკის დღეები საქართველოში, 6 ივნისს თბილისში დასრულდება.