მასობრივი არეულობები ჩეჩნეთში. სოფელ ზაკან-იურტშის მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა. ამის მიზეზი 28 მაისს მომხდარი ინციდენტი გახდა. სამართალდამცავებმა 3 გოგონა ჩადრების ტარების გამო სკოლის ეზოში ცემეს. გოგონებს მათი თანატოლები გამოესარჩლენ, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ამის შემდეგ რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ პოლიციის განყოფილების ბლოკირება მოახდინა. სამართალდამცავები იძულებულნი გახდნენ ჰაერში ესროლათ. ინციდენტამდე ერთი დღით ადრე პოლიციელებმა 16 წლის მოზარდი ცემეს. შედეგად, ადლან ასტამიროვს ცხვირისა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება. მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ჩეჩნეთის ხელისუფლება უკრაინულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.