ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპნისთავში, ადრე შუა საუკუნეებით დათარიღებული მარანი აღმოაჩინეს. ძეგლი ზღვის დონიდან 220-230 მ-ზე მდებარეობს. 11 ქვევრი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიწით ამოივსო, 128 კვ/მეტრზეა განთავსებული. მარანი VI-XI საუკუნეებს განეკუთვნება.
ქვევრების ფორმით დასტურდება, რომ ჭურჭელი არის როგორც ქართული, ასევე სავარაუდოდ ბიზანტიური სტილის.
სოფელ კაპნისთავში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იმყოფება.