მსოფლიოს 20 წამყვანი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პარიზში, სირიასა და ერაყში მოქმედი, ე. წ. ,,ისალმური სახელმწიფოს” ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ მომავალი ქმედებების განსახილველად შეიკრიბა.
ამ შეკრების ორგანიზება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც რადიკალმა ისლამისტებმა ერაყში კიდევ ერთი ქალაქი, რამადი აიღეს.
როგორც პარიზში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რამადის დაცემამ მსოფლიო ლიდერებს აშკარად დაანახა, რომ კოალიციის ამჟამინდელი სტრატეგია წარუმატებლად მოქმედებს, ხოლო ერაყის ხელისუფლება იმედებს უფრო მეტად იმ შიიტურ ჯგუფებზე ამყარებს, რომლებიც მხარდაჭერას თეირანიდან იღებენ.
პარიზულ შეხვედრაზე ერაყის პრემიერ-მინისტრი, ჰაიდერ აბადიც ჩაფრინდა.
რაც შეეხება აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის, აღნიშნულ შეხვედრას ის, ველოსიპედით სეირნობისას მირებული ტრამვის გამო ვერ დაესწრო.