ფიფას გენერალური მდივანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ნიუ იორკ ტაიმსი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჟერომ ვალკემ კორუფციული სკანდალის ერთ-ერთ ფიგურანტს 2008 წელს 10 მილიონი დოლარი გადაურიცხა. დაცვის მხარის მტკიცებით, ჯეკ უორნერის ანგარიშზე გადარიცხული თანხა კარიბის რეგიონში ფეხბურთის განვითარებას უნდა მოხმარებოდა, ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ ვალკე კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდა. კორუფციის, თაღლითობისა და ფულის უკანონო გათეთრების ბრალდებით შვეიცარიის პოლიციამ გასულ კვირას ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრა.