ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი კატარულ კლუბ ალ-არაბის უხელმძღვანელებს. „კატარში დიდი ობტიმიზმით მივდივარ. კლუბის წინაშე დიდი ამოცანები დგას. მინდა მთელი ჩემი გამოცდილება გამოვიყენო და ძლიერი, შეკრული გუნდი შევქმნა,“-განაცხადა კატარში გამგზავრებამდე ბრაზილიელმა. რობერტო კარლოსმა საფეხბურთო კარიერა 2012 წელს მახაჩკალის ანჟიში დაასრულა. ამის შემდეგ ის თურქულ აკხისარსა და სივასპორს ტავკაცობდა. გასულ წელს კარლოსი თურქეთში საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.