ინდოეთში გაუსაძლის სიცხეს 2330-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საგანგაშო მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ყველაზე მეტად ჰაერის რეკორდულმა ტემპერატურამ ანდხრა-პრადეშის პროვინცია დააზარალა, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 1719 ადამიანი შეადგინა, 585 ადამიანი დაიღუპა ტელანგანის შტატში, ორისში კი სიცხემ 36 მცხოვრები იმსხვერპლა.