მსოფლიოს პირველი ჩოგანი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. სერენა უილიამსმა 1:6, 7:5, 6:3 თანამემამულე სლოან სტივენსი დაამარცხა. მეოთხედფინალში უილიამსი იტალიელ სარა ერანის შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში გერმანელ იულია გერგესი მოუგო.