მსოფლიო პირველი ჩოგანი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:1, 6:2, 6:3 ფრანგი რიშარ გასკე დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე სერბი ჩოგბურთელი ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში ამერიკელ ჯეკ სოკს მოუგო.