თბილისი 2015“ ის ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა გრძელდება. გუშინ ოლიმპიური ცეცხლი ნინოწმინდას ესტუმრა, დღეს კი ცეცხლი ვერტმფრენით გაემგზავრა წალკაში, შემდეგ თეთრი წყაროში და ღამე დმანისში დარჩება.
ხვალ ოლიმპიური ცეცხლის მარშრუტია ბოლნისი - მარნეული.
საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში 26 მაისს შემოვიდა, 28 მაისიდან კი მან აჭარის მაღალმთიანი რეგიონებისკენ აიღო გეზი.
29 მაისიდან ცეცხლმა სამხრეთ საქართველოში იმოგზაურა. ესტაფეტა ადიგენში გაიმართა და ახალციხეში გაგრძელდა, სადაც ოლიმპიური თამაშების სიმბოლოს უკვე საზეიმო კონცერტით დახვდნენ.
ოლიმპიური თამაშების სიმბოლო - ცეცხლი საზეიმოდ 26 მაისს საბერძნეთის უძველეს ქალაქ ათენში აანთეს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი ქართულ კულტურასთან დაკავშირებული ელემენტებით არის გაფორმებული - ვაზის ფოთლები და ყურძნის მარცვლები.
ოლიმპიური ცეცხლი 14 ივლისამდე მოივლის საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს. 14 ივლისს კი ცეცხლი დედაქალაქში შემოვა. ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე მონაწილეობს.
26 ივლისს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.
მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება საქართველოში, ქალაქ თბილისში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე.
ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 4000-მდე მონაწილე ესტუმრება