ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რიკარდო ტეიშეირას ფულის უკანონო გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ. ბრაზილიური ფეხბურთის თავკაცმა პოსტი 2012 წელს დატოვა. ის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტზე ჟოზე მარია მარინმა ცაანაცვლა, რომელიც ასევე კორუფციულ სკანდალში გაეხვა. თაღლითობის ბრალდებით ის გასულ კვირას შვეიცარიაში ფიფას სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დააკავეს.