საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე დელონემ საფრანგეთში დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დაკავებულების ზუსტ რაოდენობსა და სხვა დეტალებზე სუბრისგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი იკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ საქართველოს 33 მოქალაქე დააკავა. მათ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში ადანაშაულებენ.