ოდესის ახლადდანიშნული გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს შეხვედრა საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა. სააკაშვილმა პოროშენკოს ოდესაში გამართული შეხვედრების შესახებ უამბო და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს შეახსენა, რომ უკრაინელები გუბერნატორის პოსტზე მის დანიშვნას იმედითა და ოპტიმიზმით შეხვდნენ. „ხალხს აქვს დიდი მოლოდინი კონკრეტულ და პრაქტიკულ შედეგებზე, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გვქონდეს. პირველ რიგში ეს უკავშირდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და წესრიგის დამყარებას“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.