საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზებზე ოდესის ახალმა გუბერნატორმა ტელეკომპანია ბიბისის ეთერში ისაუბრა. ვრცელი ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტ დევიდ სტერნს მისცა. საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, მას საქართველოში პატიმრობა ემუქრებოდა, რის გამოც იძულებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ იცხოვროს. სააკაშვილმა იმ გეგმებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც ოდესის ოლქში გეგმავს."სავსებით რეალურია, რომ საქართველოს პასპორტის შენარჩუნების შემთხვევაში ციხეში ჯდომა მელის. ბრალდებულის სტატუსის გამო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა მიწევს. რაც შეეხება ოდესის გუბერნატორობას, მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. ღმერთმა არ ქნას, ოდესმე ოდესა დაეცეს. მაშინ საქართველოსაც წაშლიან რუკიდან. ამაში თქვენც დარწმუნდებით, თუ რეგიონის გეოპოლიტიკას გადახედავთ,"-განაცხადა სააკაშვილმა.