რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ დადებული ხელშეკრულების რეალიზება უკვე დაწყებულია.
ამის შესახებ მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან გამართულ შეხევდრაზე განაცხადა.
,,ჩვენ სალაპარაკო ბევრი გვაქვს. ურთიერთობა საკმაოდ ენერგიულად ვითარდება. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების მიღების შემდეგ, ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ ნაბიჯები უფრო ადრე გადაიდგა, ვიდრე ეს ხელშეკრულება შესაბამის პროცედურებს გაივლიდა.” - აღნიშნა პუტინმა.
მან განმარტა, რომ სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებზე უკვე გასცა ბრძანება, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის კოლეგებთან აქტიურად ითანამშრომლონ.
თავის მხრივ, ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ისინი ახალ, უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ.