ბარსელონას ნახევარმცველს, ჩავის პარი სენ ჟერმენში გადასვლა არ სურს. ამის შესახებ კატალონიელთა ვეტერანმა Le 10 Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 35 წლის ვეტერანის შეძენა ერთწლიანი იჯარით პარიზულ კლუბს სურდა, თუმცა როგორც ირკვევა, ჩავი არა სენ ჟერმენში, არამედ კატარულ კლუბ ალ-სადში გადავა.