დღეს კანცელარიაში მთავრობის ხდომა გაიმართება.
კანცელარიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე მინისტრები 95 საკითხს განიხილავენ.
განსახილვევლ საკითხთა შორისაა მთავრობის განკარგულების პროექტები მშნებელობის ნებართვების გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებების შესახებ, რომელსაც ეკონომიური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგენს.
რამდენიმე საკითხს მთავრობის წინაშე კულტურის მინისტრი ნიკა რურუაც წარადგენს, მათ შორის ეროვნული გალერიის რეაბილიტაციასა და საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით.
სხდომაზე სათთბირო საკითხებშია წარმოდგენილი ~სააბაჟო მოსაკრებლის შესახებ~ კანონსა და საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის საკითხი.
ამასთან, მთავრობის სხდომაზე სავარაუდოდ, განცხადებები გადაუღებელი წვიმების შედეგად რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც გაკეთდება.