ნიგერიაში ისლამისტები გააქტიურდნენ. მასშტაბური ტერორისტული აქტი მათ ტაშანის რაიონში განახორციელეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა საქორწინო ცერემონიალზე ამოქმედდა, რასაც 7 ადამიანი იმსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას ბოკო ჰარამის ისლამისტურ დაჯგუფებას აკისრებს.