კრემლის ლიდერის განცხადებას იმის შესახებ, რომ პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია მშვიდობიან დროსაც კი გასაიდუმლოებული უნდა იყოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ნეგატიურად აფასებს. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეფ რატკემ გააკეთა. მისი თქმით, პუტინის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ჩართულობას და რეალურ სამხედრო დანაკარგებს მალავს.