არჩევნები კორუფციული სკანდალის ფონზე. ფიფაში დღეს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. მსოფლიო საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტის პოსტისთვის მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი იბრძვიან. არჩევნებამდე 2 დღით ადრე შვეიცარიის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრა, რის გამოც ბლატერის გამარჯვების შანსები კატასტროფულად შემცირდა.