ფიფას პრეზიდენტის გადადგომას მხარს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც უჭერს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ დევიდ-ქემერონის პრეს-მდივანმა განაცხადა. მანამდე ბლატერს პოსტის დატოვებისკენ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა მოუწოდა. ამის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რის გამოც ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრეს.