FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ლონდონი მხარს იორდანიის პრინცს დაუჭერს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე იორდანიის პრინცის ალი ბინ ალ-ჰუსეინის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
FIFA-ს პრეზიდენტის არჩევნები ხვალ გაიმართება.
მთავარ პრეტენდენტებს შორის ამჟამინდელი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერიც მოიაზრება.
რუსეთის ფეხბურთის კავშირი აცხადებს, რომ სწორედ მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.