29 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა “უნივერსში” დიანა ნაფეტვარიძის თექის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
დიანა ნაფეტვარიძე თვითნასწავლი მხატვარია. მან ჯერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი და იმავე ფაკულტეტის ასპირანტურა დაამთავრა, შემდეგ იურისტის პროფესიას დაეუფლა, დღეს კი შსს სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოში (წითელი ხიდი) მუშაობს, არის მასტერ-სერჟანტი. დიანა ნაფეტვარიძე ხელოვნების ამ დარგს ანა ჩარგიანის სტუდიაში დაეუფლა.
გამოფენაზე „უნივერსში“ დიანა ნაფეტვარიძის თექაზე ნამუშევრების ერთი ნაწილი იქნება გამოტანილი.