ტაჯიკეთიდან გაუჩინარებული სპეცრაზმის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი გულმუროდ ხალიმოვი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შეუერთდა. მისი ვიდეომიმართვა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ვიდეომიმართვაში, რომელიც სავარაუდოდ სირიაშია ჩაწერილი, ხალიმოვი აცხადებს, რომ ისლამისტთა რიგებში გადასვლა ტაჯიკეთის ხელისუფლების პოლიტიკამ გადააწყვეტინა. მისი თქმით, ტაჯიკეთში მუსლიმთა უფლებები იზღუდება.