რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნადეჟდა სავჩენკოს საქმის გამოძიება დაასრულა. ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა. უკრაინელი მფრინავი რუსებმა დონბასში გასული წლის ივლისში დაატყვევეს და ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ. სავჩენკო ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.