პოლონეთში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო. პეტრო პოროშენკო ვარშავაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ანჯეი დუდასა და მოქმედ პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრას გეგმავდა. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერი ევროლიგის ფინალურ მატცსაც უნდა დასწრებობოდა, რომელშიც ერთმანეთს უკრაინული დნიპრო და ესპანური სევილია დაუპირისპირდნენ. ვიზიტის გადადების მიზეზად დუდას მოუცლელობა სახელდება. პოლონეთის მომავალი პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროპარლამენტის სხდომას დაესწრება.