თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. მინისტრ გელა დუმბაძის განცხადებით, დიასპორის საკითხებში მუშაობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება. ქართველი მსმენელის წინაშე საფრანგეთში მოღვაწე გიორგი ხარაძე და ავსტრიაში მოღვაწე გია იაშვილი წარდგნენ. მათ აკომპანიმენტს თბილისის კამერული ორკესტრი და თამარ ლიჩელი უწევდნენ.