„ეს შენ გეხებას“ საკონსტიტუციო სარჩელს სასამართლო დღეს განიხილავს. სარჩელი 2014 წლის ნოემბერში მიღებული ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობას ეხება. არასამთავრობობები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული ნორმები მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს. დღევანდელ სხდომაზე სარჩელის დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. სასამართლო გაარკვევს, თუ რამდენად შეესაბამება სარჩელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ და მატერიალურ კრიტერიუმებს.