გერმანიის ქალაქ კიოლნში 20 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუირება მოხდა, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოვარდნილი ბომბის იძულებით აფეთქების დროს უსაფრთხოების წესების დაცვამ გამოიწვია.
დახურულია კიოლნის ზოოპარკი, სკოლები და საბავშვო ბაღები.
ევაკუაცია რილისა და მიულხაიმის რაიონების მცხოვრებლებსაც შეეხოთ.
მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლებიდან 1100 მობინადრე გაიყვანეს.
ამერიკულ საავიაციო ჭურვს, რომლის წონაც 1000 კილოგრამს აღწევს, კიოლნში დღეს საღამოს ააფეთქებენ.
ის გასულ პარასკევს, მიულხაიმის ხიდთან, რილისა და მიულხაიმის რაიონების საზღვრის მახლობლად, 5 მეტრის სიღმეზე ბუნებრივი აირის მილის გაყვანისას აღმოაჩინეს.
აფეთქების დროს მდინარე რაინის საწყლოსნო ტრანსპორტის და კიოლნის საჰაერო მიმოსვლა შეჩერდება.
ევაკუაცია ჭურვის ადგილმდებარეობიდან 1 კმ რადიუსის ფარგლებში განთავსებულ ყველა შენობასა და საწარმოს შეეხო.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, რომელიც მოკავშირეთა ავიაციის მიერ ინტენსიურად დაიბომბა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ აუმოქმედებელ ჭურვებს ყოველწლიურად პოულობენ.
ძირითადად, მათი გაუვნებელყოფა მსხვერპლის გარეშე ხდება. მხოლოდ 2010 წელს დაიღუპა სამი სპეციალისტი, რომლებიც ძველი ბომბის განაღმვას ცდილობდნენ.