ლატვიის შეირაღაბეულმა ძალებმა ქვეყნის საზღვაო საზღვართან დღეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავი შენიშნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე” ერთ-ერთი ლატვიელი სამხედრო პირი აქვეყნებს.
,,შიარაღებულმა ძალებმა ლატვიის სახელმწიფო საზღვრიდან 5 საზღვაო მილის დაშორებით დღეს, 27 მაისს, რუსეთის კუთვნილი, ,,კილო”-ს ტიპის წყალქვეშა ნავი და სამხედრო ხომალდი ,,GS-66” დააფიქსირეს.” - წერს ლატვიელი ჯარისკაცი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დღიდან, რუსეთის სამხედრო საჰაერო და საზღვაო ხომალდები ბალტიის ზღვის ქვეყნების საზღვრებთან სულ უფრო ხშირად ფიქსირდება.