ლუგანსკში დაკავებული რუსი სამხედროების გათავისუფლების თაობაზე კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა. „რუსულ მხარესთან კითხვები გვექნება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რომელმა უწყებამ მისცა რუს ოფიცრებს ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსვლის, ადამიანების მოკვლისა და მარადიორობის უფლება. მოლაპარაკება ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება გამოძიება,“-აღნიშნა ნალივაიჩენკომ.