საყოველთაო რეფერენდუმი ევროკავშირში დარჩენასთან დაკავშირებით ბრიტანეთში 2017 წლის ბოლომდე გაიმართება. ამის შესახებ დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ განაცხადა. ამავე პირობას იძლევა მოქმედი პრემიერი დევიდ ქემერონიც, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩევლებს რეფერენდუმის ჩატარებას ჰპირდებოდა. ევროკავშირიდან გასვლის მთავარ მოტივად გაერთიანებულ სამეფოში ემიგრანტთა შედინების შეჩერება სახელდება.