ჰემფშირის საგრაფოში ნუდისტური მარათონი მოეწყო. ათობით შიშველმა ველოსიპედისტმა ქალაქ საუტსის ქუჩები შემოიარა. აქცია მოძრაობა World Naked Bike Ride-ის მიერ იყო ორგანიზებული და მიზნად ველოსიპედისტთა უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას ისახავდა. მომდევნო აქციის გამართვას ნუდისტები 27 ივნისს პორტლენდში გეგმავენ.