ექვსმა ირანულმა კომპანიამ რუსეთში საკუთარი პროდუქციის ექსპორტის უფლება მიიღო. ამის შესახებ „როსსელხოზნადზორის“ პრეს-მდივანმა იულია მელანომ განაცხადა. საუბარია რძისა და ფრინველის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოებზე, რომლებმაც რუსულ ბაზარზე შესასვლელად რუსული მხარის კრიტერიუმები უნდა შეასრულონ.