ირანში ამერიკელი ჟურნალისტის სასამართლო პროცესი დაიწყო. ვაშინგტონ პოსტის ირანული ბიუროს ხელმძღვანელს, ჯეისონ რეზაიანს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. მას ბრალდება „ქვეყნის მტრებთან თანამშრომლობისა“ და „ანტიირანული პროპაგანდის“ მუხლებით წაუყენეს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ჟურნალისტს 20 წლიანი პატიმრობა ელის.