ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კულულები ერთ ლოტად იყიდება და მისი საწყისი ღირებულება 12 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება. თავად ლოკონების გაყიდვა სააუქციონო სახლ Sotheby's-ის მიერ მოხდება.
ექსპერტების შეფასებით, მოცარტის ლოკონის ფასი 10 ათასი ფუნქტი სტერლინგია, ხოლო ბეთჰოვენის ლოკონი სპეციალისტებმა 2 ათას ფუნტ სტერლინგად შეაფასეს.
თუმცა შეძენამდე ლოკონების ხილვა ლონდონში Sotheby's-ის გალერეაშია შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, მოცარტი 1791 წელს, ხოლო ბეთჰოვენი 1827 წელს გარდაიცვალა. ხოლო მათი ლოკონი, ”სუვენირის” სახით, დიდი კომპოზიტორების გარდაცვალების შემდეგ გახდა ”მოპოვებული”.
2002 წელს, მოცარტის სხვა ლოკონი Sotheby's-ზე 38,2 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.