ჟერარ დეპარდიე მზადაა რუსეთისთვის მოკვდეს. ამის შესახებ ფრანგმა მსახეიობმა გამოცემა Vanity Fair-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მზად ვარ რუსეთისთვის თავი გავწორო, რადგანაც რუსეთში ძლიერი ხალხი ცხოვრობს. მე არ მინდა მოვკვდე როგორც სულელი დღევანდელ საფრანგეთში,“-აღნიშნა 66 მსახიობმა. დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა 2 წლის წინ მიიღო.