შემზარავი მკვლელობა რუსეთში. 38 წლის პოლიციელმა მეზობლის ოჯახი ამოწყვიტა. ცოლ-ქმარსა და მათ მცირეწლოვან ბავშვს მიხაილ დრონიკმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც ცხედრებს თავები მოჭრა. მკვლელობის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მოკვეთილი თავები აკვარიუმში, სათლსა და ცელოფნის პარკში აღმოაჩინეს. მეზობლების დაპირისპირების მიზეზი საყოფაცხოვრებო ინციდენტი გახდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, მეზობელმა პოლიციელს შუქი ჩაუჭრა, რამაც დრონიკი მდგომარეობიდან გამოიყვანა.