პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ანჯეი დუდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ოპოზიციის ლიდერს ხმა ამომრჩეველთა 51,55 პროცენტმა მისცა, მოქმედ პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის კი მხარი ელექტორატის 48,45 პროცენტმა დაუჭირა. პრეზიდენტის ინაუგურაცია ვარშავაში 6 ივნისს გაიმართება.