ავღანეთში რადიკალური დაჯგუფებების დაპირისპირებას 11 ადამიანი ემსხვერპლა. თალიბანსა და ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებს შორის შეტაკებები ზაბულისა და ყანდაღარის პროვინციებში მთელი დღე გრძელდებოდა. პარალელურად, რაიონულ ცენტრებში თავი თვითმკვლელმა ტერორისტებმა აიფეთქეს. არიან დაშავებულებიც. თალიბანმა ისლამურ სახელმწიფოს ომი 2 თვის წინ გამოუცხადა.